"ძალიან რთულია საქართველოში მიაღწიო რამეს სამართლებრივი გზით, ხოლო სტრასბურგამდე კი ძალიან შორია", - ამის შესახებ დღეს საზოგადოებრივი მოძრაობის "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე ადვოკატმა მანანა კობახიძემ განაცხადა.
მისი თაქმით, ბოლო მონაცმებით საქართველოში 87 პოლიტპატიმარია, თუმცა მათი რიცხვი ოფიციალურ მონაცემებთან შედარებით დიდია.
"არასდროს არ ყოფილა ასე, საქართველოში, როგორც დღეს. როდესაც საპყრობილეში შევდივარ არ ვიცი როგორ ავუხსნა 60 წლის კაცს, რატომ უნდა მოიხადოს სასჯელი არჩადენილი დანაშულისთვის", - აღნიშნა მან და აქვე დასძინა, რომ მიმდინარე წელს საპატიმრობში გარდაცვლთა რაოდენობა 117 ადამიანზე მეტი, ხოლო სასამართლოში 2005 წლიდან დღემდე 3.7% გამართლებელი განაჩენი.
მისვე თქმით, დღეისთვის ციხეში ოფიციალური ინფორმაციით 25 ათასი პატიმარია, თუმცა არაოფიცლურად მათი რიცხვი გაცილებით მეტია.
კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ საკითხავია "რატომ გავხდით 2003 წლის შემდეგ ასეთი კრიმინალური ქვეყანა.
მისი თქმით, იგი არაა მეოცნებე ადამიანი მაგრამ ყველაფერს გააკეთებს რომ "ქართული ოცნება" ახდეს.