"რუსეთთან კონფრონტაციის პირობებში ჩრდილოკავკასიელებთან ურთიერთობა რაიმე სახით შეუძლებელია", - ამის შესახებ დღეს "კავკასიური სახლის" ხელმძღვანელმა ნაირა გელაშვილმა "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი შეფასებით, ვინც ამტკიცებს, რომ ჩრდილოკავკასიელებთან ურთიერთობა რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის გარეშე შეიძლება ის ტყუის.
"ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის პირობებში, სხვა შემთხვევაში მათ დიდ ხიფათს შეუქნით და ცუდ პირობებში ჩავაყენებთ", - აღნიშნა გელაშვილმა.