"დღეს გაჩნდა იმედი, რომ ქართული ოცნება ახდება", - ამის შესახებ დღეს, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზში საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე პოეტმა რატი ამაღლობელმა განაცხადა.
მისი შეფასებით, საზოგადოება არის და იქნება მამოძრავებელი ძალა სახელმწიფოს, რომლის გარშემოც ტრიალებს ყველაფერი მნიშვნელოვანი ევროპულ სახლემწიფოებში.
ამაღლობელის შეფასებით, დღეს საქართველოში ყველაზე მეტად განსხვავებული აზრის გამოთქმა ჭირს.
რატი ამაღლობელის თქმით, ბოლო 500 წლის განმავლობაში საქართველომ ვერ შეიქმნა როგორც სახელმწიფო.
ამაღლობელმა აღნიშნა, რომ გაჩნდა იმედი, რომ ახდება ქართული ოცნება.
"არ მოხდება ძალაუფლების, საზოგადოების ძალაუფლების მიტაცება რაც ხდება გემაზომიერად ბოლო წლების განმავლობაში", - განაცხადა ამაღლობელმა.
მისი თქმით, სახელმწიფოში მთავარი ფასეულობა უნდა იყოს სამართლიანობა და მისი დაბრუნებისთვის ბროლა.
ამაღლობელმა ასევე აღნიშნა, რომ მამოძრავებელი იდეა უნდა იყოს ილია ჭავაჭავაძისეული პრინციპები და იდეები.