თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზში საზოგადოებრივი მოძრაობის "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად მივიდა.
დარბაზში ასევე იმყოფებიან საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი კახი კალაძე და ცნობილი უკრაინელი ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკო, რომელიც ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრება.
აღსანიშნავია, რომ საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძეც ესწრება.
პრეზენტაციის პარალელურად "თბილისის ივენთ ჰოლში" და ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობის მხარდამჭერთა რეგისტრაცია მიმდინარეობს.