რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინს 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისია პრეზიდენტობის კანდიდატად 24 დეკემბერს ოფიციალურად დაარეგისტრირებს.
როგორც ჟურნალიტებს რუსეთის ცენტრალური კომისიის წევრმა ნინა კულიასოვამ განუცხადა, თუ პრემიერი ყველა საჭირო დოკუმენტაციას 14 დეკემბრამდე წარადგენს ცსკ-ში პუტინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი 24 დეკემბერს განიხილება.
შეგახსენებთ, რომ 7 დეკემბერს ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პირადად წარუდგინა თანხმობა, რომ მზადაა მონაწილეობა მიიღოს 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, როგორც "ედინაია რასიას" მიერ დასახელებულმა კანდიდატმა.