არაღიარებულ დნესტრისპირეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.
ამომრჩეველთა სიებში 401 993 ამომრჩეველია შეყვანილი, რომელთაც არჩევანის გაკეთება ექვს კანდიდატსშორის უწევს, რომელთა შორის არის თვითაღიარებული რესპუბლიკის პირველი და დღემდე მოქმედი პრეზიდენტი იგორ სმირნოვი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ანატოლი კამინსკი, უმაღლესი საბჭოს ექს-სპიკერი ევგენი შევჩუკი, კომუნისტების ლიდერი ოლეგ ხორჟანი. სწორედ ეს კანდიდატები მოიაზრებიან სავარაუდო "პრეზიდენტად".
თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ პირველ ტურში გამარჯვებული ვერ გაოვლინდება.
მოლდოვას რეგიონის მიმართ, რომელიც კრემლის მფარველობის ქვეშაა საკუთარ სიმპატიებს ღიად ამჟღავნებს, თუმცა კრემლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი ნარიშკინის განცხადებით, ანატილი კამინსკის აქვს პროგრამა, რომელიც რესპუბლიკის კრიზისიდან გამოყვანას შეძლებდა.