ცნობილი უკრაინელი ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკო საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კახი კალაძის პრესსამსახურში განუცხადეს, საქართველოს ნაკრების კაპიტანი კახი კალაძე თბილისში იტალიის ექს-პრემიერ მინისტრის სილვიო ბერლუსკონის თვითმფრინავით ჩამოფრინდა.
წუხელვე, დედაქალაქში ჩამოფრინდა ანდრეი შევჩენკოც, რომელიც საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების ცერემონილაზე საპატიო სტუმრი იქნება.
კახი კალაძეს და ანდრეი შევჩენკო უკვე შეხვდნენ ბერა ივანიშვილს, რომელმაც ცნობილ ფეხბურთელებთან ფოტოებიც გადაიღო.
შეგახსნებთ, რომ ანდრეი შევჩენკო და კახი კალაძე ერთად კიევის "დინამოში" და მილანის "მილანში" ერთად თამაშობდნენ.