მექსიკის სამხრეთით მომხდარი 6,7 მაგნიტუდის მიწისძვრის შდეგად ორი ადამიანი დაიღუპა. დედაქალაქის ფედერალურ ოლქში 82 ათასი ადამიანი დროებით ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
მიწისძვრის ეპიტცენტრი გარეროს შტატში 64,9 კმ. სიღრმეზე დაფიქსირდა.
იმის მიუხედავად, რომ მიწისძვრის ბიძგები დედაქალაქშიც იგრძნობოდა, ყველაზე მეტად ქალაქი იგუალა დაზარალდა.
თვითმხილველთა განცხადებით, რომელსაც "როიტერი" ავრცელებს, დანგრეულია რამდენიმე შენობა.