იაპონიაში ქვეყნის სამხრეთით მდებარე „გენკაის" ატომურ ელექტროსადგურზე რადიოაქტიური წყლის გაჟონვა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია იაპონიის მთავრობამ გაავრცელა.
ბი-ბი-სი ავრცელებს ინფორმაციით, ატომურ ელექტროსადგურის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ რადიაცია არ გავრცელებულა.
უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში იზრდება დაძაბულობა მიმდინარე წლის მარტში „ფუკუსიმა-1"-ზე მომხადი ავარიის შემდეგ, რაც ატომურ ელექტროსადგურებზე უსაფრთხოების სიტემების ფუნქციონირებას უკავშირდება.