დღეს, 11 დეკემბერს, 15.00 საათზე, თბილისის სახელმწიფო ფილარმონიაში საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" ბიძინა ივანიშვილის პრეს-სამდივნოდან აცნობეს, "თბილისი ივენთ ჰოლში", ასევე ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდება მხარდამჭერთა რეგისტრაცია.
„ამას გარდა, "თბილისი ივენთ ჰოლში" დამონტაჟდება დიდი სატელევიზიო ეკრანი, რათა დარბაზში ადგილების სიმცირის გამო გარეთ დარჩენილ მხარდამჭერებს მიეცეთ ღონისძიების ნახვის საშუალება", - იტყობინება ბიძინა ივანიშვილის პრეს-სამდივნო.
როგორც ივანიშვილის პრეს-სამდივნო იტყობინება, საზოგადოების ინტერესი - დაესწროს პრეზენტაციას, საკმაოდ დიდია.