საქართველოს პრეზიდენტმა ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროექტის ფარგლებში, ახალი სამედიცინო ცენტრი საგარეჯოში გახსნა.
ახალი საავადმყოფო 25-საწოლიანია, ულტრათანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი და მასში შესაძლებელია, ჰოსპიტალური და ამბულატორიული პროცედურების გავლა. საგარეჯოს თანამედროვე ჰოსპიტალში 100 ადამიანია დასაქმებული.