საბავშო ევროვიზიაში გამარჯვებულ ჯგუფ „ქენდის" საქართველოს პრეზიდენტმა დღეს სასახლეში უმასპინძლა და გამარჯვება პირადად მიულოცა.
პრეზიდენტი პატარებს გაესაუბრა და მათ შემდგომი წარმატებები უსურვა. ქვეყნის პირველმა პირმა ჯგუფის პროდიუსერებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ კონკურსში სხვადასხვა ქვეყნის ესოდენ დიდ მხარდაჭერას უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს. ანსამბლის წევრები მიხეილ სააკაშვილმა აიპოდებით დაასაჩუქრა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პატარები სასწავლებლად სამი კვირით ლონდონში გაემგზავრებიან. თავის მხრივ, მადლობა ჯგუფის წევრებმაც გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ პრეზიდენტმა მათ ოცნება აუსრულა.
შეგახსენებთ, რომ ერევანში გამართულ მსოფლიო დონის კონკურსზე ქართულმა ანსამბლმა ორიგინალური სიმღერა შეასრულა, 13 კონკურენტ ქვეყანას შორის ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა და 108 ქულით პირველი ადგილი დაიკავა