შავი კატა "ტომაზინო" მემკვიდრეობით 10 მლნ. ევროს მფლობელი გახდა, იტყობინება იტალიური გაზეთი La Rebupplica.
კატა იყო მაწანწალა, ვიდრე ის მარია ასუნტონმა არ "იშვილა". მარია ასუნტონს მემკვიდრე არ ჰყავდა და სწორედ ამიტომ მან საკუთარი უძრავ-მოძრავი ქონება "ტომაზინოს" უანდერძა, მათ შორის ბინა რომსა და მილანში, მიწა კალაბრიში და საკუთარი საბანკო ანგარიშები.
ანდერძის მიხედვით, 4 წლის "ტომაზინოს" 48 წლის მედიცინის და სტეფანია მოუვლის, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში თავად მარია ასუნტონმას უვლიდა.
როგორც ადრე The Guardian-ი იუწყებოდა, ყველაზე მდიდარ კატად "ბლეკი" ითვლებოდა, რომელსაც მემკვიდრეობით 9 მლნ. ფუნტი სტერლინგი დარჩა.
შეგახსენებთ, რომ წელს გარდაიცვალა ყველაზე მდიდარი ძაღლი "ტრაბლი", რომლის ქონებაც 12 მლნ. დოლარდ იყო შეფასებული.