"ნოვაია გაზეტას" რედაქციაში ტელეფონები და ინტერნეტი გამორთეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. გაზეთის რედაქციიდან დამატებითი ინფორმაცია კომუნიკაცების გათიშვასთან დაკავშირებით არ ვრცედება, თუმცა რედაქციაში ამ ფაქტს მოსკოვში დღესმიმდინარე აქციებს უკავშირებენ.
შეგახსნებთ, რომ დღეს საპროტესტო აქციები სახელმწიფო დუმის არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით რუსეთს 90 ქალაქში გაიმართება.
რუსული მედია ასევე იუწყება, რომ რამდენიმე ქალაქში მიტინგები უკვე დასრულდა.
"დაკავებების გარეშე მიტინგებს არ ჩაუვლია. აქციის მონაწილეები დააპატიმრეს ხაბაროვსკში, ულიანოვსკსა და ჩიტაში და რუსეთის კიდევ რამდენიმე ქალაქში', _ იუწყება რუსული მედია და დაკავებული ადამიანების რაოდენობას არ აკონკრეტებს.