რუსეთის შინაგანი ჯარების ათობით სატვირთო მანქანა, რომელსაც ჩრდილოეთ ოსეთის სახელმწიფო სანომრე ნიშნები აქვს, მოსკოვში ბოლოტნის მოედანზე განლაგდა.
სწორედ აქ დღეს, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მრავალათასიანი მიტინგი უნდა გაიმართოს.
როგორც "ბი-ბი-სი" იტყობინება, მოედანთან ახლოს მორიგეობენ ავტობუსები და პოლიციის ავტომანქანები.
აქცია მოსკოვის დროით 14:00 საათზე უნდა დაიწყოს. ამ დროისთვის მოედანზე სიმშვიდეა.
შეგახსენებთ რომ დღეს რუსეთის ქალაქებში საპროტესტო მიტინგები გაიმართება, რომლის მონაწილეებიც "ედინაია რასიას " მიერ სახელმწიფო სათათბიროში ხმების თითქმის 50 %-ის მიღებას გააპროტესტებენ. რუსეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ 4 დეკემბერს გამართული არჩევნები გაყალბდა.