დღეს, 10 დეკემბერს, მოსკოვში გრანდიოზული საპროსტესტო მიტინგი უნდა მოეწყოს. მასზე არჩევნების შედეგები უნდა გაპროტესტდეს. აქცია სანქცირებულია და მასზე დასწრების უფლება 30 ათას ადამიანს აქვს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ მიტინგი რევოლუციის მოედანზე უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ხელისუფლებასთან შეთანხმებით იგი "ბოლოტნაიაზე" გაიმართება.
რუსული მედია წერს, რომ ხელისუფლების მიერ მიტინგის მონაწილეთა რაოდენობის გაზრდაზე დათანხმება მიტინგის ჩატარების ადგილის სანაცვლოდ გამიზნულად გაკეთდა, რათა მიტინგის მონაწილეთა ნაწილი შემცირდეს და ისინი, ვინც რაღაც მიზეზეზების გამო, მიტინგის გადატანის შესახებ ვერ გაიგებენ და რევოლუციის მოედანზე მივლენ მათ დააკავებენ.
მიტინგისათვის მზადება სოციალურ ქსელ "Facebook"-სა და "ვ კონტაქტ"-ში მიმდინარეობს. მედია აღნიშნავს, რომ აქციაზე წასვლის სურვილი ინტერნეტით უკვე 50 ათასზე მეტმა ადამიანმა დააფიქსირა და ეს რიცხვი გამუდმებით იზრდება.
საპროტესტო მიტინგების გამართვა რუსეთის თითქმის ყველა ქალაქში იგეგმება. "მთლიანობაში რუსეთის დუმის არჩევნებზე არსებულ დარღვევებს სავარაუდოდ 100 ათასი ადამიანი გააპროტესტებს", _ წერს რუსული მედია.