დღეს, 10 დეკემბერს, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების რიგით მე-4 ყოველწლიური კონფერენცია გაიხსნება. ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ავალიანი გახსნის. კონფერენცია 12 დეკმებრამდე გაგრძელდება და მასში საქართველოს მასშტაბით არასამთავრობო, საერთაშორისო და ადგილობრივი ხელისუფლების 97 ორგანიზაციის 120-მდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
მონაწილეები მიმოიხილავენ სხვადასხვა უწყების 2011 წელს განხორციელებულ საქმიანობას, მოეწყობა ახალგაზრდულ თემაზე ფოტოგამოფენა. მონაწილეები იმსჯელებენ საქართველოს ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხზე და სუბიექტებს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან "მშვიდობისა და განვითარების აკადემია", "საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმი", "ბრიტანეთის საბჭო", თბილისის მერია.