დღეს, 10 დეკემბერს, გამოცდების ეროვნულ ცენტრში საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებისთვის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის პრეზენტაცია გაიმართება. საბუნებისმეტყველო საგნების სერტიფიცირებული პედაგოგები ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ექსპერიმენტულ ნაწილში გამოცდას 2012 წლის აპრილში პირველად ჩააბარებენ.
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2011 წლის ნოემბრიდან დაიწყო მუშაობა გამოცდის ფორმატსა და შინაარსობრივ ნაწილზე. პედაგოგებს 10 დეკემბერს სწორედ აღნიშნული გამოცდის პრეზენტაციას წარუდგენენ. საბუნებისმეტყველო საგნების სერტიფიცირებული პედაგოგები 2012 წელს პირველად ჩააბარებენ გამოცდას ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ექსპერიმენტულ ნაწილში. გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი და ცენტრის თანამშრომლები საბუნებისმეტყველო საგნების სერთიფიცირებულ პედაგოგებს შეხვდებიან. შეხევდრა 10 დეკემბერს, გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფისში (მინდელის 9) გაიმართება.