დღეს, 10 დეკემბერს, 12:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წევრები და ახალგაზრდული ორგანიზაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან აქციას გამართავენ. დაიწყება ხელმოწერების შეგროვება.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც სტუდენტების დაზღვევას გულისხმობს.
პროფკავშირების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ უმაღლესი განათლების შესახებ კანონის 43-ე მუხლში, რომელიც სტუდენტის უფლებებს არეგულირებს, უნდა შევიდეს ცვლილება და სტუდენტის ერთ-ერთ ძირითად უფლებად უნდა განისაზღვროს უფასო სამედიცინო დაზღვევის უფლება.