დღეს, 10 დეკემბერს, 13:00 საათზე, კულტურის ცენტრ "მუზაში", აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი და საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი შიდსის მსოფლიო დღეს აღნიშნავენ.
ღონისძიებას დაესწრებიან განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, ჯანდაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლადო ვარძელაშვილი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი. ღონისძიების მიზანია, აამაღლოს ახალგაზრდების ცოდნა აივ-ინფექციასა და შიდსზე. გაიმართება თემატური გამოფენა და კონსურსი საუკეთესო სლოგანის გამოსავლენად.