პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი 86 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. პროექტით, 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 6,839,399,4; ხოლო ხარჯები 6,528,243,3 ათასი ლარით განისაზღვრა. შემოსავლების ნაწილიდან გადასახადები 6,300,000,0; გრანტები 239,399,4; სხვა შემოსავლები 300,000,0 ლარით განისაზღვრა. ხარჯების ნაწილიდან კი შრომის ანაზღაურება 1,133,145,5; სუბსიდიები 210,009,1; გრანტები 1,173,748,9; საქონელი და მომსახურება 916,537,1; სოციალური უზრუნველყოფა 1,691,160,9 ათასი ლარია.
ბიუჯეტის შემოსულობები 8,040,430,0; ხოლო გადასახდელები 7,940,430,0 ათასი ლარია.
სხვადასხვა სტრუქტურის დაფინანსება შემდეგია: პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები - 40,127,7 ათასი; პრეზიდენტია დმინისტრაცია 24, 160,0; მთავრობის კლანცელარია 10,000 ათასი; ცესკო 41, 685,0 ათასი; ფინანსთა სამინისტრო 111, 732, 8 ათასი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 172,343,7 ათასი; რეგიონული განვIტარება და ინფრასტრუქტურა 968, 350,1 ათასი; იუსტიციის სამინისტრო 77, 000 ათასი; სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იოურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო 120,000,0 ათასი; საგარეო საქმეთა სამინისტრო 76, 000 ათასი; შინაგან საქმეთა სმინისტრო 595, 000,0; ათასი; შრომის, ჯანმრთელობგანათლებისა და მეცნიერების სამინი9სტყრო 49,560, 4 ათასი; შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამიბნისტრო 1,772,081,1 ათასი; ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო 290, 337,6 ათასი ლარი; სოფლის მეურნეობის სამინისტრო 119,998,2 ათასი ლარი და ა.შ,
უმრავლესობის მტკიცებით, ბიუჯეტის პროექტის განხილვაში როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობდნენ და მის საბოლოო ვარიანტში პარლამენტში გამოთქმული შენიშვნები და რეკომენდაციები მაქსიმალურად აისახა. საპირისპიროს ამტკიცებს ოპოზიცია, რომლის წარმომადგენელთა განცხადებითაც, მთავრობამ პროექტში ოპოზიციის არცერთი შენიშვნა არ გაითვალსიწინა.