ირანელმა სამხედროებმა პირველად ეთერში მათ ხელში მოხვედრილი უახლესი ამერიკული უპილოტო თვითმფრინავი აჩვენეს. ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსის მეთაურის ამირ ალი ხაჯიზადეხის განცხადებით, აშშ-ს საიდუმლო უპილოტო თვითმფრინავის ვარდნის მიზეზი იარნული სპეცსამსახურების კიბერშეტევა გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "Fars"-ი ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფრორმაცია იმის შესახებ, რომ ირანის აღმოსავლეთ ნაწილში სამხედროებმა ამერიკული "RQ-170"-ის ტიპის უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ამ უპილოტო თვითმფრინავს "ყანდაღარის მხეცის" სახელითაც იცნობენ. აშშ-ს მთავრობამ მოგვიანებით განაცხადა, რომ არ არსებობს არავითარი საფუძველი იმისა ვიფიქროთ, რომ უპილოტო თვითმფრინავი სწორედ ირანელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს.
ნაჩვენებ უპილოტო თვითმფრინავს არ აქვს არავითარი თვალსაჩინო დაზიანება, ირანელი სამხედროების თქმით, უპილოტო თვითმფრინავი აღჭურვილია დაკვირვების უახლესი სისტემებით, მონაცემთა მიღებით, ელექტრონული კავშირითა და რადიოლოკაციით და მისი გამოყენებით სხვა და სხვა სადაზვერვო მასალის მიღებაა შესაძლებელი.
აშშ-ს მხარე იუწყება, რომ ამ უპილოტო თვითმფრინავს ცენტრალური სადაზვერვო სამსახური ირანის ბირთვულ ობიექტებზე ინფორმაციით შეგროვებისთვის იყენებდა. ჯერ ჯერობით გაუკრკვევეი მიზეზების გამო მასთან კავშირი დაიკარგა. "როიტერის" ინფორმაციით, ამჟამად ირანელი სამხედროების განკარგულებაში მყოფი უპილოტო თვითმფრინავი ისე იყო დაპროგრამებული, რომ ოპერატორთან კავშირის გაწყვეტის შემთხვევაში თავად დაბრუნებულიყო ბაზაზე, მაგრამ ამ პროგრამამ არ იმუშავა და ალბათ ეს გახდა მიზეზი თვითმფრინავის ჩამოვარდნისა.
ამჟამად ვაშინგტონში შიშობენ, რომ ამ უპილოტო თვითმფრინავის წარმოების ტექნოლოგიები რუსეთს ან ჩინეთს ჩაუვარდება ხელში.