საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას არაადეკვატურს უწოდებს.
"სერგეი ლავროვი საკმაოდ განათლებული ადამიანია და ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რაში სჭირდება მას ასეთი ტიპის არაადექვატური განცხადებების კეთება. როგორც ჩანს, ასეთი დავალება აქვს მიღებული" - განაცხადა ევროპასასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.
ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრი ნიკა ლალიაშვილი კი აცხადებს, რომ რაც უფრო მკაფიო მექანიზმებს მიიღებს საქართველო ნატოსგან, მით მეტად დარეგულირდება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები.
"ასეთ შემთხვევაში რუსეთი იძულებული იქნება საქართველო მიიღოს და აღიაროს, როგორც სრულფასოვანი პარტნიორი", - აცხადებს ნიკა ლალიაშვილი.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კი კოლეგებს აფრთხილებს, ნებსით თუ უნებლიეთ, საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას 2008 წლის აგვისტოს მსგავსი ავანტიურისკენ კვლავ არ უბიძგონ.