"ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი მაგდა ანიკაშვილი მარსელში შვედეთის ჯანდაცვის მინისტრს მარია ლარსონს შეხვდა. მხარეებმა თანამშრომლობის სამწლიანი გეგმა განიხილეს.
"შვედეთის სახელმწიფო სტრუქტურებთან და არასამთავრობო სექტორთან ჩვენ უკვე წლებია გვაქვს საქმიანი ურთიერთობა. დღეს ჯანდაცვის მინისტრთან დეტალურად განვიხილეთ სამოქმედო გეგმა, რაც ამ მიმართულებით მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყნის გამოცდილების გაზიარებას და საქართველოში სოციალური უსაფრთხოების ეფექტური მოდელის დანერგაში ხელშეწყობას გულისხმობს. მომავალ წელს დაგეგმილია შვედი სპეციალისტების ვიზიტი საქართველოში და ჩვენი სტუმრობა შვედეთში" - განაცხადა ანიკაშვილმა.
"ქრისტიან-დემოკრატების" დელეგაცია საფრანგეთში ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაში მონაწილეობს. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა სახალხო პარტიის ლიდერებთან, პარტიის მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტთან, ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკური ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან და რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, მასაჩუსეტსის შტატის გუბერნატორ ტიმ პოლენტისთან.