ბრიუსელში ევროკავშირის სახელმწიფოთა მეთაურები ევროკავშირის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანაზე ვერ შეთანხმდნენ.
ამჟამად, დიპლომატიური წყაროების ინფორმაციით, ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ შესაძლებლობას ევროზონის 17 ქვეყანას შორის ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად, რომელსაც საკუთარი სურვილის საფუძველზე შესაძლოა სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ.
ხელშეკრულების ცვლილება ითვალისწინებდა საბიუჯეტო სახსრების ხარჯვაზე და ასევე სახელმწიფო ვალების მოცულობაზე კონტროლის გამკაცრებას.
ხელშეკრულების გაფორმება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა დაბლოკა.
ევროპული მედიის ინფორმაციით, მან საფრანგეთისა და გერმანიისაგან კონკრეტული დათმობები მოითხოვა, რასაც სარკოზი და მერკელი არ დათანხმდნენ.
გერმანია და საფრანგეთი მოითხოვდნენ ლისაბონის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანას, რომელიც საჯარიმო სანქციებს დააწესებდა საბიუჯეტო დისციპლინის დამრღვევი ქვეყნებისათვის. დიდი ბრიტანეთის პრემიერი კი ითხოვდა გარანტიებს დიდი ბრიტანეთის საფინანსო სექტორისთვის.