ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებს, შესაძლოა, არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცეთ. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, გარკვეული დანაშაულისთვის მსჯავრდებულთათვის ხმის მიცემის უფლების მინიჭებას ვენეციის კომისიის მიერ საქართველოს ახალ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით მომზადებული რეკომენდაცია ითვალისწინებს.
კუბლაშვილის თქმით, საარჩევნო კოდექსზე ცვლილებებზე მომუშავენი მიიჩნევენ, რომ ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულებს ხმის მიცემის საშუალება უნდა მიეცეთ. ლაპარაკია ისეთ დანაშაულზე, როცა პირისთვის შეფარდებული სასჯელი მაქსიმუმ 5 წელს შეადგენს. კუბლაშვილის განმარტებით, შესაბამის მუხლებზე უკვე საკომიტეტო განხილვისას იმსჯელებენ და შეჯერდებიან.
შეგახსენებთ, რომ კუბლაშვილმა არასამთავრობო სექტორს ვენეციის კომისიის რეკონმენდაციები გააცნო.