საქართველოს გამთლიანების გზა გადის ევროპაზე და საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი. ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მარსელში საფრანგეთის პრეზიდენტთან აუდიენციის შემდეგ გააკეთა. დახურულ შეხვედრაზე ნიკოლა სარკოზიმ ღიად განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს.
სააკაშვილის თქმით, რუსეთში მიმდინარე მოვლენები არწმუნებს ყველას, რომ საქართველოს ერთადერთი გზა აქვს - მხოლოდ ევროპისკენ, ვეტოს უფლება კი საქართველოს ინტეგრაციაზე არავის გააჩნია.
საქართველოს პრეზიდენტი ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე პირადად პარტიის პრეზიდენტმა მიიწვია. ვილფრდ მარტენსმა მარსელში, კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა.