საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს შეხვდა. კლინტონმა საქართველოს დელეგაცია ნატო-რუსეთის საბჭოს მიმდინარეობის პარალელურად მიიწვია.
"დღეს შედგა ორმხრივი შეხვედრა საქართველოსა და შეერთებული შტატების დელეგაციებს შორის. ძალიან ბევრი საკითხი განვიხილეთ. მათ შორის ის საკითხები, რომლებიც წარმოადგენs ინტერესს ორივე მხარისთვის. პირველ ყოვლისა, ყურადღება დაეთმო ჩიკაგოს სამიტს და imas, Tu როგორ უნდა მოემზადოს საქართველო სამიტისთვის. ყურადღება დაეთმო აგრეთვე საქართველოს ეკონომიკურ ინტერესებს, საქართველოს მაკროეკენომიკურ maCveneblebs. დიდი ყურადღება დაეთმო სიტუაციას რეგიონში და საქართველო-რუსეთის ურთიერთობას", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ვაშაძემ.
ორმხრივი შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. ვაშაძის თქმით, საუბარი შეეხო რუსეთის თემას და საქართველოს - როგორც ალიანსის მოკავშირე ქვეყნის - ჩართულობას ჩიკაგოს სამიტიზე.