არჩევნების დროს მარკირების გამოყენება-არგამოყენების საკითხი ისევ გაურკვეველია. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა არასამთავრობო სექტორთან გამართული შეხვედრისას განაცხადა, რომ ამ საკითხზე მუშაობა გაგრძელდება.
"ჩვენ არ გვინდა, შეიქმნას ილუზია, რომ არჩევნებს მარკირება გადაარჩენს, მაგრამ თუ მისი გამოყენება აუცილებელი გახდება, მაშინ ამ პროცედურას დავტოვებთ", - აღნიშნა კუბლაშვილმა.
რაც შეეხება საარჩევნო უბნებზე ვიდეოთვალის დამონტაჟებას, საარჩევნო უბნებზე ვიდეოთვალი აღარ დამონტაჟდება.
შეგახსენებთ, რომ უბლაშვილმა არასამთავრობო სექტორს ვენეციის კომისიის მიერ საქართველოს ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტზე მომზადებული რეკომენდაციები გააცნო.