პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩიონ პირი, რომელსაც საქართველოში უცხოვრია სულ მცირე 5 წელიწადს და არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში.
ეს ცვლილება "საარჩევნო კოდექსში" შედის, რომლის პრეზენტაცია დღეს პარლამენტში მოხდა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს დღეს ის ცვლილებები გააცნო, რომელიც მომზადებულია ვენეციის კომისიის, ეუთოს "ოდირის" და არასამთავრობო სექტორის შენიშვნების გათვალისწინებით.
ამ ცვლილებების მიხედვით, პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩიონ საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, ასევე პირი, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელიწადს მაინც და არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში, ან დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე.
.