ვენეციის კომისია საქართველოს დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ ყველა ტიპის არჩევნებში მონაწილეობის რეკომენდაციას აძლევს.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, უნდა აღდგეს დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ ყველა ტიპის არჩევნებში მონაწილეობის უფლება.
ვენეციის კომისიის ამ რეკომენდაციიდან გამომდინარე, საქართველოს ორგანულ კანონში "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების ინიციატორებმა მოამზადეს ცვლილება, რომლის მიხედვითაც, შემოღებულია 5-კაციანი საინიციატივო ჯგუფის ცნება. ჯგუფს უფლება აქვს წარადგინოს: მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრობის კანდიდატები, თბილისის საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატები, თბილისის მერობის კანდიდატი.
ეს ცვლილება დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო.