გიგი უგულავამ განახლებული ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი დაათვალიერა და კლინიკაში დასაქმებულ ექიმებს შეხვდა. მრავალპროფილიანი „ნიუ ჰოსპიტალს"-ის მშენებლობა PSP ჯგუფმა 2008 წლის ზაფხულში დაიწყო, პროექტი 24 მლნ ევროს ინვესტიციით განხორციელდა.
კლინიკა გამოცდილი სამედიცინო პრესონალით არის დაკომპლექტებული და ისინი ყოველდღიურად ასობით მოქალაქეს კვალიფიციურ დახმარებას უწევენ. „ნიუ ჰოსპიტალს"-ის სტაციონარი 150 პაციენტზეა გათვლილი.
სამედიცინო ცენტრი იაპონური და გერმანული ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით აღიჭურვა.
ამიერკავკასიის მასშტაბით მხოლოდ „ნიუ ჰოსპიტალსში" არის შესაძლებელი ახლომხედველობის, შორსმხედველობის, კერატოკონუსის სამკუნალოდ რევოლუციური რეფრაქციული ქირურგიული ოპერაციების ჩატარება MEL 80 excimer და VisuMax femtosecond ლაზერით, რომელთა კომბინაცია საუკეთესო კლინიკურ შედეგს უზრუნველყოფს.
კლინიკაში 500 ადამიანია დასაქმებული.