ბავშვთა კრეატიული განვითარების ცენტრი"BLESSING" და თბილისის მერია 9 დეკემბერს, 16:00 საათზე, აწყობენ საქველმოქმედო საახალწლო ზეიმს მზრუნველობამოკლებული ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის (ჭავჭავაძის გამზ. 39).
ბავშვები დაესწრებიან ინტეგრირებული სწავლების გაკვეთილებს და მონაწილეობას მიიღებენ ზეიმში. მათ გადაეცემათ საჩუქრები "BLESSING"-ისა და თბილისის მერიისაგან.