2012 წლის ზაფხული განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, პროგრამა Summer Job-ს განახორციელებს, რომლის საშუალებითაც ზაფხულში, ერთი თვით 25 000 სტუდენტს შეეძლება დასაქმება. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა.
"მომავალ წელს განათლების სამინისტრო განახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას, რომლის ანალოგი არის ძალიან ბევრ დასავლურ ქვეყანაში და მას ქვია "Summer Job". დაახლოებით 25 000 ათას სტუდენტს მივცემთ შესაძლებლობას, რომ იმუშავონ ზაფხულის პერიოდში, მიიღონ 500-ლარიანი ანაზღაურება. იქნება დაახლოებით 50 დასახელება სამუშაო ადგილების. დასაქმება 15 ივლისიდან 15 აგვისტომდე მოხდება. მათ ექნებათ შესაძლებლობა ჩააბარონ გამოცდები და 15 აგვისტოს შემდეგ დაისვენონ და დახარჯონ კუთვნილი შემოსავალი. დაახლოებით 1 მარტს ჩვენ გავხსნით ბაზას და იქნება ელექტრონული რეგისტრაცია. სტუდენტი შეიყვანს თავის უნიკალურ ნომერს. ამის შემდეგ გაიხსნება ფანჯარა, სადაც იქნება ჩამონათვალი დაახლოებით 50 სამუშაო ადგილის", - განაცხადა შაშკინმა.
მისივე თქმით, 2012 წლის აგვისტოს ბოლოს, 15 ქალაქში შეიქმენა ცენტრები, სადაც მოხდება ინგლისური ენის, კომპიუტერისა და პროფესიული ორიენტაციის სწავლება.