სს "თელასის" ქვესადგურში "საბურთალო-2" გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 9 დეკემბერს 12 საათიდან 17 საათამდე ვაკის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას II; III; IV; V; VI; VII კვარტლების, ჯიქიას, გამრეკელის, გაბაშვილის, ნუცუბიძის, ქავთარაძის და უნივერსიტეტის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.