შაქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი ოფიციალური შედეგები საარჩევნო უბნების დახურვიდან 24 საათის განმავლობაში გამოქვეყნდება.
არჩევნების საბოლოო შედეგები, სავარაუდოდ, 5 იანვრიდან ოთხ დღეში გახდება ცნობილი. ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, ლევან თარხნიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პირველი განცხადება უბნების გახსნის და არჩევნების დაწყების შესახებ დილით რვა საათსა და 30 წუთზე გაკეთდება. ამის შემდეგ მთელი დღის განმავლობაში ცესკო მოსახლეობას საარჩევნო უბნებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას მიაწოდებს.
ინფორმაციები გავრცელდება როგორც ელექტრონული საშუალებებით, ასევე ცესკოს მედიაცენტრში. თარხნიშვილის განცხადებით, აკრედიტებულ ჟურნალისტებს ნებისმიერ უბანზე მუშაობის უფლება ექნებათ.