სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით გამოკითხულთა უმრავლესობა 2012 წლის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.
კვლევის საფუძველზე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გამოკითხულთა 77,7% აპირებს.
არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს გამოკითხულთა 4,75%,
11,4% ალბათ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, ხოლო 2,0%, ფიქრობს, რომ ალბათ არ მიიღებს მონაწილეობას.
არჩევნებში მონაწილეობის საკითხი გამოკითხულთა 3,8%-ს ჯერ არ გადაუწყვეტია.