სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 36% დაუჭერდა მხარს, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ძალას 32%, მესამე ადგილზეა "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობა" - 4,3%.
"ლეიბორისტული პარტია" რეიტინგში 1,6%-ით მეოთხე ადგილზეა, ხოლო "თავისუფალი დემოკრატები" 1,5%-ით მეხუთე ადგილზე.
კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს მეორე რიგში, 12,4% ბიძინა ივანიშვილის პარტიას ასახელებს, 12,2% - "ქრისტიან-დემოკრატებს", 8,8% - "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", 5,7% - "თავისუფალ დემოკრატებს", ხოლო 3,5% - "ლეიბორისტულ პარტიას".