საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი საქართველოში პოლიტიკურ პლურალიზმს მიესალმება, თუმცა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პოზიციებს არ მიესალმება. ეს განცხადება გაბაშვილმა 11 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით გააკეთა.
გაბაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთში მეტი დემოკრატიაა ვიდრე საქართველოში, არ ეთანხმება.
~ჟურნალ ~ეკონომისტში~, რომელიც ძალიან სერიოზული გამოცემაა, ივანიშვილი ამბობს, რომ ჩვენ არ უნდა ვაკრიტიკოთ რუსეთი, იმიტომ რომ საქართველოში ნაკლები დემოკრატიაა, ვიდრე რუსეთში. ასეთი მესიჯები, პლიუს ის, რომ პუტინი დემოკრატი და რეფორმატორი გახდება და კორუფციას შეებრძოლება და ომი საქართველომ დაიწყო, ამ განცხადებებს არ ვეთანხმები~, - განაცხადა გაბაშვილმა.
რაც შეეხება კიდევ ერთი ახალი მოძრაობის დაფუძნებას, გაბაშვილი მიიჩნევს, რომ ~ყველა პოლიტიკური სუბიექტის შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში ქართულ პოლიტიკას ამრავალფეროვნებს, რაც ცუდი არ არის.
~გააჩნია იმ პოლიტიკურ სიბიექტს რა უნდა, რა პოლიტიკური მესიჯი აქვს, რით მიდის თავის ამომრჩეველთან, ეს ცალკე შეფასებისა და მსჯელობის საკითხია. თავისთავად, რაღაც ახალი რომ იქმნება, ამაში ცუდი არაფერი არ არის~, - განაცხადა გაბაშვილმა. F