კოტეჟი კალიფორნიაში, რომელიც ერთ დროს ლეგენდარულ ფრენკ სინატრას ეკუთვნოდა 12 მლნ. დოლარად იყიდება, წერს The Business Insider.
Farallone-ში - 10 კვ/მ ფართობის სახლში - ერთ დროს სტუმრობდნენ მერლინ მონრო, პოლ მაკარტნი და სინატრას სხვა მეგობრები. ხოლო ჯუდი გარლენდმა და ვინსენს მინელიმ აღნიშნულ სახლში ქორწილიც კი გადაიხადა. Farallone მოიცავს 4 საძინებელს, 5 სააბაზანოს და ასევე 200 ავტომობილზე გათვლილ პარკინგს. ჭერის სიმაღლე კი 5 მეტრამდეა.
ჰოლივუდის პროდიუსერები აღნიშნულ სახლს ხშირად იყენებდნენ სერიალების გადასაღებად.
Farallone აშენებულია 1940 წლის ბოლოს, დორი ჰატჩინსონის დაკვეთით (Chase Manhattan Bank-ის მფლობელის მემკვიდრის), რომელიც შემდგომ საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა და სახლი ფრენკ სინატრას გადასცა.