რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვალდიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ ქუჩის აქციებისა და დემონსტრაციების ორგანიზატორების დიდი ნაწილი თავიანთი ვიწრო ანგარებიანი მიზნებით მოქმედებენ, თუმცა მოქალაქეთა უდიდეს ნაწილს ქვეყანაში მოვლენების არც ყირგიზული და არც უკრაინული სცენარით განვითარება არ სურს.
"ჩვენ ყველანი აქ ზრდასრული ადამიანები ვართ და ყველას გვესმის, რომ ორგანიზატორთა ნაწილი ცნობილი სცენარით მოქმედებს და მათ მხოლოდ ანგარებიანი ვიწროპოლიტიკური მიზნები ამოძრავებთ", _ განაცხადა პუტინმა საერთო რუსული სახალხო ფრონტის საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე.
ამასთან ერთად, პუტინმა ასევე განაცხადა: "მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანებს არ სურთ რუსეთში ისეთი სიტუაციის განვითარება, როგორც ეს ყირგიზეთში იყო ამ რამდენიმე ხნის წინ ან უკრაინაში ახლო წარსულში. ქაოსი არავის არ უნდა", _ განაცხადა პრემიერმა.