სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ სააკაშვილის შემდგომ 31.8% ბიძინა ივანიშვილს ასახელებს.
გამოკითხულთა 12,7% მხარს უჭერს გიგი უგულავას გაპრეზიდენტებას, 9,3% ირაკლი ალასანიას მხარდამჭერია. რეიტინგით მეოთხეა „ქრისტიან დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძე 7,1%.
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის წარმომადგენელი იაგო კაჭკაჭიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის დაბალ მაჩვენებელს ამ ეტაპისთვის სააკასვილის მიერ მემკვიდრის დაუსახელებლობას მიიჩნევს.