სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად საქართველოს რეგიონებში პოლიტიკური რეიტინგის სათავეში ნაციონალური მოძრაობა და ბიძინა ივანიშვილის გუნდია.
"ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი სამცხე ჯავახეთში 51%-ა, ქვემო ქართლში - 46, 3% და სამეგრელო ზემო-სვანეთში - 43%.
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის რეიტინგი იმერეთში 48,4%-ია, მცხეთა-მთიანეთში - 44,6%-ით და თბილისში - 41,3%.
კვლევაში აღნიშნულია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში ლიდერობას ძირითადად არაქართული მოსახლეობის ხმების ხარჯზე ახერხებს. ქვემო ქართლის არაქართულ მოსახლეობაში მას 92,6% უჭერს მხარს, ხოლო ქვემო ქართლში არაქართველთა 60,8%.
სამცხე-ჯავახეთის ქართულ მოსახლეობაში "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგია 48,2%, ხოლო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ძალის 20,2%. ქვემო ქართლის ქართულ მოსახლეობაში მათი რეიტინგი შესაბამისად, 34,7% და 30,7%.
კვლევა საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დაკვეთით ჩატარდა.