საქართველოში პოლიტიკურ ძალებს შორის "ნაციონალური მოძრაობა" და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი ლიდერობენ. ამის შესახებ აღნიშნულია სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევაში.
ჩატარებული კვლევის მიხედვით, დასახელებული ორი პოლიტიკური ძალის გარდა 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი აქვს "ქრისტიან-დემოკრატიულ" მოძრაობას აქვს, რომელსაც გამოკითხულთა - 4,4% მუჭერს მხარს.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ივანიშვილის პოლიტრიკურმა გუნდა მხარდამჭერების გარკვეული რაოდენობა წაართვა ისეთ პარტიებს, როგორებიცაა "ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობა, "ლეიბორისტული პარტია" და "ეროვნული ფორუმი".
მათი რეიტინგი ბოლო წლების განმავლობაში თითქმის უცვლელი იყო. "ქრისტიან-დემოკრატები" - 10-11%, "ლეიბორისტები" - 5% , ეროვნულ ფორუმი 6%.
კვლევის შეფასებით ნაწილში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილმა შეუტია "ნაციონალური მოძრაობის" ელექტორატსაც. დასკვნის სახით კვლევაში აღნიშნულია, რომ დღესდღეობით ორი პოლიტიკური ცენტრი ჩამოყალიბდა - "ნაციონალური მოძრაობა" და ივანიშვილის პოლიტიკური ძალა.
კვლევა საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დაკვეთით ჩატარდა.