საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის ჩასატარებლად რუსეთში ფედერალური ბიუჯეტიდან 12 მილიარდ რუბლზე მეტს გამოყოფენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, რუსეთის ცესკო-მ დღეს ჩატარებულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება საპრეზდენტო საარჩევნო კამპანიისათვის თანხების გამოყოფისა და გადანაწილების შესახებ.
ყველა ღონისძიებისათვის გათვალისწინებულია 12 მილარდ 113 მილიონ 344 ათასი რუბლი.
მასალის გამოყენების პირობები