. რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა ბოლივიაში ვიზიტი დაასრულა. გაზეთი "კომერსანტის" ინფორმაციით, ნიკოლაი პატრუშევი ალიანსის _ ბოლივარიული ალტერნატივა ამერიკისათვის (ALBA) რუსეთის ინტერესებს წარმოადგენდა.
გაზეთი ასევე იუწყება, რომ პარტუშევის ვიზიტის მთავარი მიზანი ალიანსის წევრებს შორის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისათვის მუშაობა იყო. "ALBA"-ს მონაწილეები მთლიანობაში არ არიან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების წინააღმდეგნი, მაგრამ მათ ვენესუელის მაგალითის მსგავსად დამოუკიდებლობის აღირების გულუხვ რუსულ კრედიტებზე გაცვლა სურთ.
უგო ჩავესის "საქმის გაგრძელება" ეკვადორის ხელმძღვანელს რაფაელ კორეგას შეუძლია, რომელიც მოსკოვში ვიზიტს მომდევნო კვირას გეგმავს",_ წერს გაზეთი.
გაზეთი ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო დრომდე რუსეთი "ALBA"-ს მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს არ ამჟღავნებდა თუმცა საქართველოსთან ომმა ყველაფერი შეცვალა და მოსკოვმა კურსი აშშ-ს სამხრეთში პოზიციების გამყარებაზე აიღო.
"ALBA"-ში შემავალი ქვეყნებია: ვენესუელა, კუბა, ბოლივია, ნიკარაგუა, ეკვადორი, დომინიკა, ჰონდურასი, სენტ-ვინსენტი და გრენადინი, ანტიგუა და ბარბუდა. აღიშნული ალიანსი 2004 წელს კუბისა და ვენესუელის ლიდერენმა ფიდეს კასტრომ და უგო ცავესმა დააფუძნეს.