დღეს, 8 დეკემბერს, 15.30 საათზე რუსთავის იუსტიციის სახლს სერბეთის დელეგაცია ესტუმრება. ისინი გაეცნობიან იუსტიციის სამინისტროს ახალი ბრენდის - იუსტიციის სახლის კონცეფციასა და მუშაობის სპეციფიკას, დაეთვალიერებენ თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეების.
სერბეთის დელეგაცია საქართველოში ID ბარათების პროექტის გასაცნობად იმყოფება.