უმსხვილესი გერმანული საკრედიტო-საფინანსო ინსტიტუტის Deutsche Bank-ის ანალიტიკოსების აზრით, გერმანია შესაძლოა რეცესიაში შევიდეს.
"ეკონომიკური ჩავარდნის ძირითადი მიზეზი გახდება, ქვეყნის ეკონომიკის ექსპორტზე მკაფიო ორიენტაცია", - განაცხადა ბანკის მიკროეკონომიკის წამყვანმა სპეციალისტმა შტეფან შნაიდერმა.
როგორც Deutsche Welle იუწყება, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ 2012 წელს გერმანიის ეკონომიკის ზრდა იქნება ნულოვანი.
ამავე დროს, Deutsche Bank მსოფლიო ბაზრებისთვის 2012 წელს განიხილავს უფრო ხელსაყრელად, ვიდრე 2011 წელს.