აშშ-მა ირანი ამ ქვეყანაში აშშ-ის ვირტუალური საელჩოს ბლოკირებისთვის გააკრიტიკა. საუბარია ორ საიტზე, რომლის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა.
საიტები ინგლისურ და სპარსულ ენებზეა (http://iran.usembassy.gov, http://persian.iran.usembassy.gov ), მაგრამ მათზე შეღწევა ირანის ტერიტორიაზე შეუზლებალია. საიტის გახსნისას მომხმარებელი კუთხულობს ინფორმაციას, რომ ეს ინტერნეტრესურსი არღვევს ირანის კიბერკანონმდებლობას.
შეგახსნებთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანში ვირტუალური საელჩო დააფუძნა, რათა ირანის მოსახლეობასთან კონტაქტი ონლაინ რეჟიმში იქონიოს.
პროექტის პრეზენტაციის ცერემონიალზე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კინტონმა განაცხადა,რომ აშშ-მ დაკარგა შესაძლეძლებლობა ჩართულიყო ირანელებთან დიალოგში იმის გამო რომ თეირანში 30 წელზე მეტია არ არის დიპლომატიური წარმომადგენლობა.
სავარაუდოდ, ინტერნეტ-საელჩო გაავრცელებს ინფორმაციას ირანში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ,ა მასთან ირანის მოსახლეობას მიაწვდის ინფორმაციას აშშ-ს ცხობრებაზე.
ირანში, აშშ-ს ვირტუალური დიპლომატიური მისიის სრულფასოვან ფუნქციონირებაზე საუბარი არ არის: იმისათვის, რომ მიიღონ ამერიკის ვიზა, ირანელმა მოქალაქეებმა კვლავინდებურად უნდა მიმართონ ამერიკის საელჩოს მესამე ქვეყნებში.