თურქეთმა სირიის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. თურქული მედიის ინფორმაციით, მკაცრდება გადასახადები სირიიდან შემოტანილ საქონელზე. ქ
ვეყნის ვაჭრობის მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება სირიიდან შემოტანილ საქონელზე გადასახადი 30%-ით გაიზარდოს.
შეგახსენებთ, რომ სირიის წინააღმდეგ სანქციები ასევე დააწესეს არაბული სახელმწიფოების ლიგამ, ევროკავშირმა და აშშ-მა. აღნიშნულის მიზეზი ქვეყანაში ანტისამთავრობო გამოსვლების დროს 4000-მდე დემონსტრანტის დახოცვა გახდა.